პოლონეთის პრეზიდენტმა მაიკ პენსს რუსეთის საქართველოსა და უკრაინის აგრესიები შეახსენა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის G8 ფორმატში დაბრუნების წინააღმდეგია – პოლონური TVN24 ავრცელებს. “თუკი დავაკვირდებით იმას, როგორ იქცევა რუსეთი, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ის თავის იმპერიულ გეგმებს ანხორციელებს საზღვრების შეცვლით, სამხედრო თავდასხმებით – ეს მოხდა 2008 წელს საქართველოში, ეს მოხდა 2014 წელს უკრაინაში… დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების ნაწილს ვერ აკონტროლებს და ეს ის სიტუაციაა, რომელიც ევროპაში არასდროს არ უნდა მოხდეს” – დუდამ თქვა და დაამატა, რომ “სამწუხაროდ, რუსეთი უკანასკნელი წლების მანძილზე ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ ვერავინ, ვინც საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს, გულგრილი ვერ იქნება”.

“საკუთარ თავს ასე უნდა ვკითხოთ: ნიშნავს თუ არა ეს მიდგომა რუსეთისადმი პრინციპს business as usual? არა მგონია, ეს მისაღები იყოს. ეს ჩემი პოზიციაა და არ მერიდება ის გამოვხატო” – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის “დიდ რვიანში” აღდგენის იდეით აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა. მომდევნო წელს, როცა აშშ იქნება G7 შეხვედრის ორგანიზატორი, ტრამპმა თქვა, რომ ის რუსეთის პრეზდენტს, როგორც საპატიო სტუმარს, მიიწვევს სამიტზე.

banner
წინა სტატიაშიესპანელი მოცეკვავე ხუანა გარსია სცენაზე ათასობით მაყურებლის თვალწინ გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაირანში გეი ჩამოახრჩვეს