ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში ვიზიტი ცუდი ამბავია მოსკოვისთვის – პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვარშავას, კიევსა და რეგიონში სხვა პარტნიორებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ერთიანობას აჩვენებს.
კაროლ ნავროცკიმ ზელენსკისთან ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს.
მანვე განაცხადა, რუსეთი ცდილობს საერთაშორისო წესრიგის დარღვევას და პოლიტიკური სისტემების დესტაბილიზაციას, ჰიბრიდული თავდასხმების თითქმის ყოველდღიურად განხორციელებით.



















