პოლონეთის პრეზიდენტი – თითქმის 10 წლის წინ, საქართველოში გაერო-ს წესდების ფუნდამენტური პრინციპები დაირღვა

საქართველოსა და უკრაინაზე გაერო-ს ტრიბუნიდან პოლონეთის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ანჯეი დუდას განცხადებით, მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

„პოლონეთის სურვილია, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის მშენებლობაში, რომელიც დაფუძნებული იქნება პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ნებისმიერი მცდელობა, წარმატებული თუ წარუმატებელი, რომელიც მიმართულია ამ პრინციპების შესუსტებისკენ, ასუსტებს ურთიერთნდობასაც.

თითქმის 10 წლის წინ საქართველოში და მესამე წელია უკრაინაში, გაერო-ს წესდების ფუნდამენტური პრინციპების აშკარა დარღვევა ფიქსირდება, მათ შორის საზღვრების ხელშეუხებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპების“, – აღნიშნა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობო პოლიტიკა გაერო-ს უშიშროების საბჭოში მისი ქვეყნის პრიორიტეტი იქნება. 2018-2019 წლებში პოლონეთი უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი იქნება.

banner
წინა სტატიაშირეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა