პოლონეთის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტისპრესმდივანმა ბლაჟეი სპიხალსკიმ გაავრცელა.

მისი თქმით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.

„გუშინ პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და შედეგი დადებითი აღმოჩნდა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან“, – აცხადებს სპიხალსკი.

მან ასევე განმარტა, რომ თავადაც აპირებს კარანტინში გადასვლას.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური: covid-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს,რომლებიც საკარანტინო სივრცეში, დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა