პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა მომავალ წელს საქართველოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღეს პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
პოლონელმა დიპლომატმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას მომავალი ვიზიტისათვის მზადების საკითხს, რომელიც საქართველოს მომავალ წელს ეწვევა.
მარიუშ მაშკიევიჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ლიდერები სირიის კონფლიქტის მხარეებზე ზეწოლას გააძლიერებენ
შემდეგი სტატიაგერმანიაში 12 წლის მოზარდს საშობაო ბაზრობაზე აფეთქების მოწყობა უნდოდა