პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

როგორც დუდა სოციალურ ქსელში წერს, მან ზურაბიშვილს მხარდაჭერა დაუდასტურა. მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა.

“ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. დავარწმუნე ქალბატონი პრეზიდენტი ჩემს ურყევ მხარდაჭერაში მისი ხელმძღვანელობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. მათ აქვთ განუყოფელი უფლება იმოძრაონ ერთიანი ევროპისკენ. ახალი არჩევნები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად – არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან”, – წერს პოლონეთის პრეზიდენტი X-ზე.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო | პრეზიდენტი EU-ის უმაღლეს წარმომადგენელსაც ესაუბრა
შემდეგი სტატიაპეტრ პაველი – ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს რთული სიტუაციის ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიული მომავლისთვის