პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცის თქმით, პოლონეთისა და ლიტვის საზღვრისკენ 100-ზე მეტი ვაგნერელი მოიწევს და, შესაძლოა, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთა სცადონ.
პრემიერმინისტრის თქმით, ვაგნერელების გადაადგილება საზღვრის დესტაბილიზაციის კამპანიის კიდევ ერთი მცდელობაა.
“სინი ალბათ ბელარუსის მესაზღვრეებად იქნებიან გადაცმული და დაეხმარებიან არალეგალურ იმიგრანტებს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლაში, პოლონეთის დესტაბილიზაციაში, მაგრამ ისინი ასევე შეეცდებიან შემოვიდნენ პოლონეთში, როგორც არალეგალური იმიგრანტები და ეს დამატებით რისკებს ქმნის.” – თქვა პრემიერმინისტრმა.