პოლონეთის პრემიერმა ჰოლოკოსტზე დავის გამო ისრაელში ვიზიტი გადადო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ უარი თქვა ვიშეგრადის ოთხეულის სამიტზე მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც მომავალ კვირას იერუსალიმში გაიმართება. პოლონეთს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი წარადგენს – პოლონურმა მედიამ გაავრცელა.
უთანხმოების მიზეზი ისრაელის პრემიერ-მინსიტრის ბინიამინ ნეთანიახუს გამონათქვამი გახდა, რომელიც მან ვარშავაში გააკეთა. ისრაელელმა ჟურნალისტმა ნეთანიახუს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა პოლონურ კანონზე, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც იტყვის, რომ პოლონელებს რაიმე სახის კავშირი ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტთან, ის ჯარიმით, ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. “პოლონელები ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ, და მე არ ვიცნობ არავის, ვინც მსგავსი გამონათქვამების გამო დასაჯეს” – განაცხადა ისრაელის პრემიერმა – “დოიჩე ველე” წერს.

მოგვიანებით ნეთანიახუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ პრემიერის სიტყვები გაზეთმა არასწორ კონტექსტში მოიხმო.

banner
წინა სტატიაშიშვედი მინისტრი: ორბანის ოჯახის პოლიტიკას 1930-იანი წლების სუნი ასდის
შემდეგი სტატიაბერლინმა ტერორისტი ბოევიკების დასაბრუნებლად პირობა წამოაყენა