პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერის, მათ შორის ენერგეტიკული დახმარების თვალსაზრისით ლიდერია. ჩვენ ვაფასებთ ამ სოლიდარობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

banner
წინა სტატიაში“რატის ბარში” მოკლული 18 წლის ახალგაზრდას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიათამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა