პოლონეთის პოლიციამ ქართველებს და უკრაინელებს ესროლა-video

23 თებერვალს, პოლონეთის პოლიციამ ქალაქ ზგიეჟში, ქართველებს და უკრაინელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემთხვევის შედეგად ოთხი დაჭრილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებულია საქართველოს და უკრაინის 13 მოქალაქე. პოლონური გამოცემა dzienniklodzki-ს ინფორმაციით, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ავანტიურის გამო გაუხსნა ცეცხლი.
შემთხვევა 23 თებერვალს ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები ღამის საათებში ხმაურობდნენ.

პოლიციაში შესული ზარის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებმაც შეკრებილებს დოკუმენტები მოსთხოვეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეება აგრესია გამოხატეს და სამართალდამცველებს ქვების სროლა დაუწყეს, რომლის შემდეგადაც პოლიცია იძულებული გახდა ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინა. პოლონური მედია დაკავებულების ფოტოებს ავრცელებს. გამოცემა არ აზუსტებს საქართველოს რამდენი მოქალაქეა დაკავებულებს შორის.

 

 

banner
წინა სტატიაშინინო ჩხეიძისა და მარინა ბერიძის დაპირისპირება განხილვის საგანი გახდა
შემდეგი სტატიაქუმსიშვილის შემდეგ ენგურჰესს აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრი სტუმრობდა