პოლონეთის მთავრობამ უკრაინისთვის F-16 ავიაგამანადგურებლების მიწოდებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
მან გაიხსენა, რომ ერთი დღით ადრე იგი შეხვდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, რათა განეხილათ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.
„დღეს ჩვენ გვაქვს პოლონეთის მთავრობის დადებითი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება მალე მიიღოს F-16 ავიაგამანადგურებლები.
გმადლობთ, ძვირფასო დონალდ, ჩვენი წინა შეთანხმებების ეფექტურად შესრულებისთვის. მადლობელი ვარ პოლონეთის უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი.