პოლონეთის მთავრობამ ნახატების კოლექცია ძალიან იაფად შეიძინა

პოლონეთის კულტურის სამინისტრომ მსოფლიოში ცნობილი ნახატების კოლექცია შეიძინა, სადაც სხვებთან ერთად, რემბრანდტის და ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრებიც შედის.
ე.წ. მთავარ ჩარტორიისკების კოლექციაში, რომელიც კრაკოვშია, სულ 86 ათასი ექსპონანტია. ხელოვნების ნიმუშებთან ერთად კოლექციაში, ასევე, 250 ათასი ისტორიული დოკუმენტია.
პოლონეთის კულტურის სამინისტრომ კოლექცია, რომლის ღირებულება 2 მილიარდი ევროა, 100 მილიონ ევროდ შეიძინა. კოლექციის მფლობელი ამბობს, რომ ეს, მისი მხრივ სახელმწიფოს მიმართ გაკეთებული შემოწირულობაა -წერს  “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიბრძოლა მოსულისათვის – ერაყის ჯარი ისევ თავდასხმაზე გადავიდა
შემდეგი სტატიაპუტინმა ამერიკელი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა