პოლონეთის მოქალაქის მკვლელი მამუკა ხეცურიანი დღეს კიევში დააკავეს (ვიდეო)

 

საქართველოს მოქალაქე, ქუთაისი მკვიდრი, 39 წლის მამუკა ხეცურიანი, რომელმაც 20 ოქტომბერს პოლონეთის ლოძის მკვიდრი, 27 წლის სტუდენტი გააუპატიურა და მოკლა, 1 ნოემბრს, დილის 6 საათზე კიევში დააკავეს. ოპერაციაში ჩართული იყვნენ პოლონელი, უკრაინელი და ქართველი პოლიციელები – პოლონეთის პოლიციის “ტვიტერზეა” გამოქვეყნებული.
მამუკა ხეცურიანმა, რომლიც ლოძში მშენებლობაზე მუშაობდა, მკვლელობის შემდეგ პოლონეთი დატოვა, გაანადგურა ყველა ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ჰქონდა. მის კვალზე პოლონელი სამართალდამცველები გავიდნენ, როცა ბოროტმოქმედმა მეილი და ფეისბუქ-აკაუნტი შეამოწმა. მამუკა ხეცურიანი კიევში მშენებლობაზე მუშაობდა და აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში აპირებდა გადასვლას და დამალვას.

მკვლელობის ჩადენის შემდეგ აღშფოთებულმა პოლონელებმა ხეცურიანის “ფეისბუქ” გვერდზე უამრავი კომენტარი დატოვეს. ასევე, ჩადენილი მკვლელობის ფონზე სოციალური ქსელის მომხმარებლები საქართველოსა და ქართველებზე ნეგატიურ განცხადებებს ავრცელებდნენ.
ხეცურიანის დაკავების ვიდეოკადრები პოლონელმა სამართალდამცველებმა “ტვიტერში” გამოაქვეყნეს.

ვიდეო: https://twitter.com/PolskaPolicja/status/1057891371145666560?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1057895784446865408&ref_url=https%3A%2F%2Fpulsembed.eu%2Fp2em%2FprKhiRRyt%2F

banner
წინა სტატიაშიმამაკაცმა, რომელსაც მოეჩვენა, რომ მის შვილს იტაცებდნენ დედა დაჭრა, ცოლი სცემა და შვილი გაიტაცა-შემთხვევა გორში
შემდეგი სტატიალიბანის სკვერში სხვადასხვა სახეობის 800-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება