კვასნევსკი : უკრაინა ნატოში შესვლაზე ოცნებას უნდა მოეშვას

სატა კვასნევსკი : უკრაინა ნატოში შესვლაზე ოცნებას უნდა მოეშვას

სატა კვასნევსკი : უკრაინა ნატოში შესვლაზე ოცნებას უნდა მოეშვასპოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატოში შესვლაზე ოცნებას უნდა მოეშვას, თუმცა მას საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ასევე არ ღირს ახლა უკრაინისთვის საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ იუწყება გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung. კვასნევსკიმ, ასევე, შეშფოთება გამოხატა პოლონეთის, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რის საბაბს იძლევა რუსი სამხედროების რეგიონში გააქტიურება, განსაკუთრებით ესტონეთისა და ლიტვის საზღვრებთან. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი შეეხო ვარშავის ნატოს მომავალ სამიტსაც, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ნატოს ჯარების გაძლიერებაზე პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიებზე, თუმცა მისი თქმით, ნატოს ფართომასშტაბიანი ქვედანაყოფების განლაგება პოლონერთში არ იგეგმება რუსეთსა და ნატოს შორის 1997 წელს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური ვარშავა უსამართლობას უწოდებს ნობელის პრემიის ლაურეატის განცხადებას
შემდეგი სტატიაჩინეთის ქალაქ ეჩჟოუში სტადიონი წვიმის წყლით ივსება