33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა უკრაინის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მუზეუმს გადასცა

პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის „იაროსლავ ბრძენის ორდენი“, რომელიც ომის დასაწყისში გადაეცა, ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმს გადასცა. მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ვოლინის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნის სიმბოლოა. მან ასევე მოითხოვა იმ კანონპროექტის განხილვის განახლება, რომელიც „ბანდერიზმთან“ დაკავშირებული სიმბოლოების პოპულარიზაციისთვის სასჯელს ითვალისწინებს.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა „თეთრი არწივის ორდენი“. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ზელენსკის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ სახელის წოდება. აღნიშნულ არმიას პოლონური მხარე 1943 წლის ივლისში ვოლინის რეგიონში პოლონურ დასახლებებზე კოორდინირებულ თავდასხმებში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი კაია კალას შეხვდა
შემდეგი სტატიაპირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი 30 წლისაა – ნახეთ ვიდეო