პოლონეთის F-16-ები ევროპის რამდენიმე ქვეყნის თავზე ცას დახურავენ

პირველი აპრილიდან პოლონეთი თავის თავზე იღებს ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის კონტროლს, NATO-ს მისიის Baltic Air Policing-ის ფარგლებში.

ამის შესახებ წამყვან პოლონურ მედიას განუცხადა თავდაცვის მინისტრმა მას შემდეგ, რაც თავის ლიეტუველ კოლეგას შეხვდა და დეტალებზე შეუთანხმდა. პოლონელ მფრინავთა მორიგეობა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

თავდაცვის მინისტრმა კოსინიაკ-კამიშმა ასევე, განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში პოლონეთის კუთვნილი გამანადგურებლები, ეკიპაჟითა და ტექნიკური პერსონალით, განთავსდება ლიეტუვის ქალაქ შიაულაეს ავიაბაზაზე, რათა მონაწილეობა მიიღოს მისიაში.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, ბალტიის ზღვის უსაფრთხოების თემაზე, პოლონეთი და ლიეტუვა აქტიურად თანამშრომლობენ.

მისივე თქმით, წინადადებამ, ნატოს ბალტიის მისიაში ჩაერთონ ის ქვეყნებიც, რომლებიც რეგიონში არ შედიან, დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ალიანსის წევრ ქვეყნებში, მაგალითად, ბელგიის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთისგან.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ჩვენ განვიხილავდით მიწებს, ვთქვით, რომ ეს არის ის, რისი მიღებაც შეგიძლიათ და ის, რასაც ვერ მიიღებთ, ისინი განიხილავენ ნატოს და ნატოში ყოფნას
შემდეგი სტატია“NATO ძლიერია და ერთად ჩვენ ვაძლიერებთ მას” -რუტე ტრამპთან შეხვედრის შემდეგ