პოლონეთის 86 ქალაქში 8 მარტს საპროტესტო აქციები გაიმართა

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, პოლონეთის 86 ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. იგივე აქცია მოძრაობა Women’s Strike-ის ფარგლებში ეგიდით “ჩვენი დაცვა სოლიდარობაა” მსოფლიოში 30-მდე ქვეყანაში ჩატარდა. ყველა ქვეყანაში პროტესტი ლოკალურ პრობლემებს მოიცავს.

პოლონური “შავი მარშის” მონაწილეები აქციაზე შავებში იყვნენ ჩაცმულები, გარდა ამისა, ბევრმა მათგანმა შვებულების უფლებით ისარგებლა და სამსახურში არ გავიდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისა და ეკლესიისგან მათ პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას, აბორტის უფლებას და ქალების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა მარტვილში-გარდაცვლილია ერთი ქალბატონი
შემდეგი სტატიაპენტაგონი რუსეთს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს