პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ვარშავასა და კიევს შორის მოლაპარაკებები გრძელდება უკრაინისთვის „მიგ-29“ საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე, რის სანაცვლოდაც პოლონეთი უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიებს ითხოვს.
პოლონურმა მხარემ უკრაინას კონკრეტული წინადადება შესთავაზა — „მიგ“-ები დრონების სანაცვლოდ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიევმა თავდაპირველად თანხმობა განაცხადა, შემდეგ დაპაუზდა, თუმცა ამჟამად მხარეები საუბრის პროცესს დაუბრუნდნენ.
პოლონეთის ინტერესია, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს მიღებული გამოცდილება და უპილოტო ტექნოლოგიების გაკვეთილები საკუთარ თავდაცვის სისტემაში მოახდინოს ინტეგრირება.
კოსინიაკ-კამიშმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.
















