პოლონეთი საკუთარი არმიის მოდერნიზაციაში 50 მილიონ დოლარს ჩადებს

პოლონეთის მთავრობა საკუთარი არმიის მოდერნიზაციაში 50 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს – შესაბამისი განკარგულება გუშინ, 28 თებერვალს დაიდო ქვეყნის მთავრობის გვერდზე. თავდაცვაში ჩადებულ ფინანსურ სახსრებს “რეკორდულს” უწოდებენ – “დოიჩე ველე” წერს. “ჩვენ საბოლოოდ და ეფექტურად შევცვლით პოლონური არმიის სახეს, აღვჭურავთ მას თანამედროვე ტექნიკით. პირადი შემადგენლობის გაზრდა, ეს არის მიზანი, რომელიც მე დავისახე” – პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. 48,9 მილიარდი დოლარი, რომლის დახარჯვაც არის დაგეგმილი, ათვისებული უნდა იყოს 2016 წლისთვის, თუმცა “არმიის საჭიროებები ბევრად მეტია” – თქვა მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთი ბორდერიზაციაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადება