პოლონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ ჰოსპიტლებში 10 000-მდე უკრაინელ სამხედროს უმკურნალოს – მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებით, პოლონეთ მზადაა უმკურნალოს 10 000-მდე სამხედროს საკუთარ ჰოსპიტლებში საჭიროების შემთხვევაში.

მორავეცკის თქმით, რამდენიმე ათეული უკრაინელი სამხედრო მკურნალობს ამჟამად პოლონეთში საავადმყოფოებში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთით, ქალაქ ლვოვში დროებით გადაადგილებული პირებისთვის ,,კონტეინერების ქალაქი“ შეიქმნა. როგორც მორავეცკიმ აღნიშნა, მასში თავის შეფარება 300-დან 500-მდე ქალსა და ბავშვს შეუძლია.

მორავეცკის თქმით, მსგავსი საცხოვრისის მოწყობა იგეგმება დედაქალაქ კივის მახლობლად.

banner
წინა სტატიაშიკიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ვერეშჩუკის განცხადებები უთანხმოებას თესავს – მოლდოვის ელჩი უკრაინაში
შემდეგი სტატიაივანო ფრანკივსკში ომის შედეგად მოკლული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად მდუმარე აქცია გაიმართა