პოლონეთი ევრპოპას ახსენებს თუ ვის ქონდა საკონცენტრაციო ბანაკები პოლონეთში

პოლონელმა სამართალდამცველებმა, პროტესტის ნიშნად, ევროპაში გააგზავნეს მანქანა ბილბორდით, სადაც წერია, რომ “სასიკვდილო ბანაკები ნაცისტურ გერმანიას ეკუთვნოდა. ZDF, ბოდიში მოიხადე!”.
უკანასკნელ პერიოდში, ევროპული მედია პოლონეთში განთავსებულ გერმანულ ნაცისტურ ბანაკაბს ხშირად პოლონურ ბანაკებად მოიხსენიებს. გასული წლის დეკემბერში პოლონურმა სასამართლომ გერმანულ ტელევიზია ZDF-ს ბოდიშის მოხდა დაავალდებულა.

ბილბორდიანი მანქანა, რომელიც პოლონეთის ვროცლავიდან გაემარტა, გერმანიის ტერიტორიიდან დაიწყებს მსვლელობას და გზას ინგლისის კემბრიჯში დაასრულებს.
“ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივია. ჩვენ წინააღმდეგი ვართ თქვან “პოლონური საკონცენტრაციო ბანაკები”, რომელსაც ხშირად იყენებს მედია” – იდეის ერთ-ერთი ავტორი დავიდ ჰალმანი ამბობს.

banner
წინა სტატიაშიშვარცნეგერი ტრამპს ადგილების გაცვლას სთავაზობს
შემდეგი სტატიამაკკეინმა ტრამპს მოუწოდა უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდოს