პოლონეთი ეუთოს სამიტს, ლავროვის მონაწილეობის გამო, ბოიკოტს უცხადებს

ლავროვი: აშშ-მ სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარი განაცხადა

პოლონეთმა უარი თქვა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობაზე, ეუთოს თავმჯდომარე ჩრდილოეთ მაკედონიის გადაწყვეტილების გამო, მოიწვიოს რუსეთის დელეგაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის. სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით.

განცხადება 29 ნოემბერს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა შიმონ შინკოვსკიმ ისაუბრა.

“ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იმ ორგანიზაციის მაგიდასთან, რომელიც ცდილობს მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნას ევროპაში”, – ციტირებს დიპლომატს AFP.

მინისტრის თქმით, ლავროვის, როგორც აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლის სამიტზე ყოფნა “მიუღებელია”.

ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.

banner
წინა სტატიაშისირცხვილია, როცა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებზე პირდაპირი ძალადობა მიდის – ვაშაძე
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი სიმონიანის განცხადებაზე – რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ