პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ სასაზღვრო სამსახურმა ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

„კვირას 21 ნოემბერს პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთს 346 ფაქტი დაფიქსირდა. სასაზღვრო სამსახურმა 58 პირს პოლონეთის ტერიტორია დაატოვებინა. საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის სამი პირია დაკავებული, სირიის ორი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე“, – ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე – საქართველოში კორონავირუსით მაღალი სიკვდილობის მიზეზი არ არის კლინიკური მართვის არასათანადო ხარისხი, ამ თემაზე სპეკულაციებს ვერ დავუშვებთ
შემდეგი სტატიანიკარაგუაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო იხსნება