პოლონეთი ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს

პოლონეთი ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს. ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობის წარმომადგენელმა იაცეკ გორიშევსკიმ პოლონურ რადიოსთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშები, რომლებიც ბელარუსმა ოფიციალურმა პირებმა Reuters და AFP საინფორმაციო სააგენტოებს გაუგზავნეს, სიმართლეს არ შეესაბამებიან.

„ინფორმაცია, რომელსაც ბელარუსული მედია საშუალებები ავრცელებენ, არის ტყუილი, ეს პროვოკაციული ქმედებებია. ჩვენი ვერტმფრენის რადიოლოკაციური აღჭურვილობის ყველა ჩანაწერი ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ ასეთი [საზღვრის] დარღვევა არ ყოფილა. პოლონური მხარე საზღვრების დაურღვევლობის შესახებ ყველა დებულებასა და წესს ემხრობა”, – განაცხადა გორიშევსკიმ.

banner
წინა სტატიაშიროგორც ჩანს, “ქართული ოცნება” მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვება – იუკნევიჩიენე იმპიჩმენტზე
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შეუქცევადი ხასიათი მიეცა, ამაზე გარკვეული რეაგირება იყო საჭირო და ჩვენ ავირჩიეთ იმპიჩმენტის გზა