პოლონეთი აშშ-სგან ნაცისტი დამნაშავის გადაცემას მოითხოვს

პოლონეთის ქალაქ ლუბლინის სასამართლომ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლების განცხადება, ამერიკის მოქალაქის, უკრაინული წარმოშობის მაიკლ კ-ს გადაცემის შესახებ, დააკმაყოფილა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ბრალდებული – რადიო “პოლონეთი” ავრცელებს.
ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლების თქმით, 98 წლის მაიკლ (მიხაილო) პოლონეთის ტერიტორიაზე სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობდა, კერძოდ, მან სოფელ ხლანსა და ვლადისლავინში ადგილობრივების დახოცვის და სახლების გადაწვის ბრძანება გასცა. ამ აქციის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. მაიკლ კ. ასევე, 1944 წელს ვარშავის ამბოხების ჩახშობაში მონაწილეობაშია ბრალდებული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი:გენო კალანდია იყო მათ შორის, ვისაც ცხოვრებამ დევნილობის უმძიმესი ხვედრი არგუნა
შემდეგი სტატიატუსკი: თურქეთი სრულიად მოწყვეტილია რეალობას