პოლონეთი აშშ-სგან 6 მილიარდი დოლარის ტანკებს შეიძენს

პოლონეთი აშშ-სგან 250 ტანკს შეიძენს, რომლის ღირებულება 6 მილიარდი დოლარია – ამის შესახებ ოთხშაბათს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ცხადია, ეს გამოწვევების პასუხია, რომელსაც საერთაშიროსო არენაზე ვეჯახებით” – ბლაშაკმა თქვა.

“ჩვენი ამოცანა პოტენციური აგრესორის შეკავებაა. ჩვენ ყველამ ვიცით, სად არის ეს აგრესორი” – დაამატა მან.
ბლაშაკმა თქვა, რომ პოლონეთი 23,3 მილიარდ ზლოტს (6 მილიარდი დოლარი) დახარჯავს ტანკების Abrams შესაძენად, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობისა და ტრენინგებისთვის, ინსფრასტრუქტურის მოდერნიზაციისათვის და ტყვია-წამლის საყიდლად.

მაისში პოლონეთმა გაავრცელა, რომ თურქეთისგან 24 უპილოტოს იყიდდა და ამით ნატოს წევრი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც თურქეთთან საფრენი აპარატის ყიდვაზე შეთანხმება დადო.
პოლონეთი, ისევე, როგორც სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, 2014 წლიდან რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესიით შეშფოთებულია.

banner
წინა სტატიაშიMiami Ad School Europe- ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიანანა გახელაძე შვილის გათავისუფლებისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის