პოლონეთი აბორტის სრულად აკრძალვას აპროტესტებს

222-1დღეს პოლონეთის თითქმის ყველა ქალაქში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში სრულიად იკრძალება აბორტის გაკეთება, მათ შორის ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის პათოლოგიური მდგომარეობაში, ან გაუპატიურების შემთხვევაში. პეტიციას, პოლონეთში აბორტის სრულად აკრძალვაზე ხელი 25 ათასმა კათოლიკე მორწმუნემ მოაწერა. კანონის მიხედვით, პოლოენთის სეიმს პეტიციის განხილვა ევალება.
ვარშავაში აქციაზე ათასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაზე. აქცია გაიმართა პოლონეთის თითქმის ყველა ქალაქში, მათ შორის ტორუნში.
“ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქალბატონებს კათოლიკების ფანატიზმისგან. დაახლოებით 8-9 წლის წინ აბორტის გაკეთება არ იზღუდებოდა, შემდეგ კანონმა კორექცია განიცადა და ახლა აბორტი დაშვებულია იმ შემთხვევებში, როცა ნაყოფი მუტაციას განიცდის ან დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ასევე, გაუპატიურების შემთხვევაში. ახლა შეიკრიბნენ ფანატიკოსი კათოლიკები და აბორტის სრულად აკრძალვას ითხოვენ. ხედავთ, რომ აქ ბევრი მამაკაცია – ჩვენი ცოლების, დების და შვილების უფლებებს მაქსიმალურად დავიცავთ” – ამბობს აქციის მონაწილე ლეშეკ კ.
ორშაბათს, სამ ოქტომბერს პოლონეთში “შავი ორშაბათია” გამოცხადებული – კანონპროექტის პროტესტის ნიშნად ქალები სამსახურებში არ გამოცხადდებიან.

სპეციალურად “თაიმერისთვის” პოლონეთიდან

 

banner
წინა სტატიაში„ცესკო-ში კორუფცია დაკანონებულია!“
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი ხურჩაში ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფება