პოლონელმა დეპუტატმა მიხეილ მარუსიკმა მხარი დაუჭირა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” ინიციატივას

ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა მიხეილ მარუსიკმა მხარი დაუჭირა ე.წ. საქველმოქმედო მოძრაობა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” ინიციატივას, რომლის სულისჩამდგმელია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია. “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები” – ეს არის კამპანია, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის ქრისტიანული მემკვიდრეობის გადარჩენას. მისი მიზანია – იუნესკოს ყურადღების მიქცევა, რათა ამ უკანასკნელმა აღიაროს ისინი მსოფლიო კულტურის საგანძურად.
“კარგი იქნება თუ ევროპარლამენტი ამ ინიციატივას ყურადღებას მიაქცევს…ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ეს მემკვიდრეობა”, – წერს “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დეპუტატი.
პოლონელი დეპუტატის ამ “სტატუსს” სიხარულით გამოეხმაურა კან ტანია, რომელმაც აღნიშნა, რომ აფხაზური დელეგაცია 2017 წლის ბოლოს ევროპარლამენტში გაემგზავრება და კულტურული მემკვიდრეობის საკითხს პირადად განიხილავს ევროდეპუტატებთან. “თუ როგორი ფორმატის შეხვედრა იქნება ეს, გადაწყდება უახლოეს პერიოდში”, – დასძინა ტანიამ. ინფორმაციას აქვეყნებს აფხაზური მედია.

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსი საბავშვო მწერალი დაიღუპა
შემდეგი სტატიაცხინვალის მარიონეტული რეჟიმმა ე.წ. ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის ორი მოადგილე გაანთავისუფლა