პოლონელი დეპუტატი სოც ქსელში გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება

პოლონელი დეპუტატი მალგორზატა მარია გოსიევკსა რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელონი მინისტრი რამდენიმე დღის წინ გარკვეულ პროვოკაციაში იქნა გახვეული და სერიოზულად კომპრომენტირებული. ბოლოს და ბოლოს ამაზე გაცინება შეიძლებოდა რომ არა ის ფაქტი, რომ როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც უდავოდ არის პოლონეთი, მუშაობენ ქართული სამსახურები. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ამ ბატონის თამამი ფანტაზიებია, მაგრამ თუ არა – ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მოითხოვს განმარტებას, ან იქნებ ძალიან რადიკალურ გადაწყვეტილებებსაც კი. პირადად ჩემი მისამართით გამოთქმულ მინიშნებებს არ შევეხები, რადგან ისინი თავად მათ ავტორზე მეტყველებენ და არც თუ საუკეთესოდ”, – წერს დეპუტატი.

რუსი პრანკერების მტკიცებით, მათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინელი კოლეგის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. „ვოვანი“ და „ლექსუსი“ რუსულ მედიასთან საუბარში ყვებიან, თითქოს მღებრიშვილს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესთავაზეს. პასუხად მღებრიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უცენზუროდ მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დარჩეს სადაც არის, რადგან ქართულ მხარეს არ სურს მისი გმირად გადაქცევა. მისი თქმით, საქართველოში ვითარება სტაბილურია, სააკაშვილის დაბრუნება კი მღელვარებას გამოიწვევს. პრანკერები ინტერნეტში სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერსაც აქვეყნებენ. აუდიოჩანაწერში, პირი, რომელიც, მათივე მტკიცებით, მღებრიშვილია, ამბობს, რომ სააკაშვილის საკითხი პროკურორთან განიხილა, ასევე ის აღნიშნავს, რომ პრემიერი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე პრეზიდენტსაც (უკრაინის პრეზიდენტს) ესაუბრა და მკაფიოდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ სურთ. ასევე საუბარია იმაზე, რომ მან პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრების შესახებ ინფორმაციები აქვთ.

საქართველოს შსს-ში აცხადებენ, რომ მსგავსი საუბარი არც ავაკოვთან და არც სხვა პირთან არ შემდგარა. თავად მღებრიშვილი კი აცხადებს, რომ ეს არის აგორებული შავი პიარი და ზედმეტად თვლის თავი იმართლოს.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებული ნაცემია
შემდეგი სტატიააზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში არსებულ მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი ეცნობა