პოლოენთმა ყირიმის არჩევნების აღიარებაზე უარი თქვა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის დუმას არჩევნებს არ თვლის ლეგიტიმურად – უწყების გვერდზეა ნათქვამი.
პოლონეთის სააგრეო უწყებაში განაცხადეს, რომ ყირიმის ნახევარკუნძული იურიდიულად უკრაინას ეკუთვნის. “დეპუტატების არჩევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს” – ნათქვამია განცხადებაში.
დღესვე, 20 სექტემბერს გავრცელდა, რომ აღნიშნული არჩევნები არალეგიტიმურად ცნო ევროკავშირმა.

ყირიმში, ისევე, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის დუმას არჩევნები 18 სექტემბერს ჩატარდა.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში თვითმფრინავმა სამანქანო გზაზე იძულებითი დაშვება განახორციელა