“პოლიტპატიმრებისთვის უნდა შეიქმნას სამართლიანი მექანიზმი”

ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჭორიძე პოლიტპატიმრების თემაზე განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას ერთგავრი მექანიზმი საიმისოდ, რომ მათთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება იყოს გარანტირებული.

“საქართევლსო პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც მან გააჟღერა საპარლამენტო გამოსვლის დროს არის ის, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას მექანიზმი რომელიც პოლიტპატიმარს მისცემს იმის საშულებას, რომ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. რამდენიმე წლის წინ როდესაც პარლამენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ჰყავდა პოლიტპატიმრები, მაშინ ასევე ითქვა, რომ ამ ადამიანებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და შესაბამისად ასეთი მექანიზმის შექმნა არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომელიც იმედია დაგვიანებით მაგრამ მაინც შესრულდება“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაში“ელისაშვილს უნდა ყოველ დღე ნიუსში გავიდეს” – მანანა კობახიძე
შემდეგი სტატია“ილიას სურათის წინ ალეკო ელისაშვილი არ უნდა მჯდარიყო”