პოლიტპატიმრებისა და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის თემა უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი მთლიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი – აკაკი ბობოხიძე

„კარგია თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა ამას გაითვალისწინებს და კონცენტრირდება რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებზე.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს.

„პრინციპში ვეთანხმები, მიდგომა მართალია. პოლიტპატიმრებისა და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის თემა ეს უნდა იყოს ერთი მთლიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ საერთო ინტერესებზე, ეს არის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. კარგია თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა ამას გაითვალისწინებს და კონცენტრირდება რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებზე.“ – განაცხადა ბობოხიძემ

ცნობისთვის მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება თუ საინიციატივო ჯგუფი მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს, ხოლო საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ წარმოიდგენს.

banner
წინა სტატიაში29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიატიკარაძე – სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელი, ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა