პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ტელევიზიას უბრუნდება

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ტელევიზიას უბრუნდება. ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს „პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად“, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 21 საათსა და 30 წუთზე, ტელეკომპანია „კავკასიაზე“ წაიყვანს. თითქმის 2 წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, პოლიტოლოგი სტუმრებთან ერთად საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებს განიხილავს.
არჩილ გამზარდიას თქმით, ის არ აპირებს შეწყვიტოს თავისი პროფესიული საქმიანობა და თუ მედიისათვის მისი ანალიტიკური პოზიციები საინტერესო იქნება, ყველა მედიასაშუალებასთან შეზღუდვის გარეშე ითანამშრომლებს.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს
შემდეგი სტატია“ევროპულმა საქართველომ” გორისა და ახალციხის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა