21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“პოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ ბევრი ლიდერი ციხეში გამოკეტა”- გიგი წერეთელმა EPP-ის ასამბლეას მიმართა

გიგი წერეთელმა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, პოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ ბევრი ლიდერი ციხეში გამოკეტა, ხოშტარიას კი, რომელიც საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამოა დაკავებული, სათანადო სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდება.

მიუხედავად არსებული რეალობისა, წერეთელი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ბრძოლას აგრძელებს.

„ჩვენ გვესმის, რომ დემოკრატიული ცვლილებების პასუხისმგებლობა ქართველ ხალხს ეკუთვნის. საზოგადოებამ და ჩვენმა ხალხმა განსაკუთრებული სიმამაცე გამოავლინა. ორ წელზე მეტია, ათასობით მოქალაქე ყოველდღიურად, მშვიდობიანად აპროტესტებს და ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, — აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ომს აგებს, ამიტომ უკრაინაზე ბალისტიკურ დარტყმებს გააძლიერებს
შემდეგი სტატიასაია – OHCHR-ის ანგარიში ცხადყოფს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას