პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის – მდინარაძე ყიზილაჯლოზე

როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის -აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

“ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი კონკრეტული პოზიცია გამოხატოს ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ამ კონკრეტულ ფაქტზე უნდა დაველოდოთ გამოძიებას იმისათვის, რომ ამ ფაქტს არ მიეცეს რაიმე დამატებითი ელფერი, ვინმემ არ მოახერხოს, რომ მოხდეს პოლიტიკური სპეკულაციები. ამ დროისთვის როგორც ჩემთვის ცნობილია, პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის, თუმცა გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის დროულად გამოძიებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაზეწოლა, არათანაბარი მედიაგარემო და დაფინანსების საკითხი -რაზე ისაუბრებს ოპოზიცია ლიდერები დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე