პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისის რეგიონული ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისის რეგიონული ოფისი გახსნა. ეს უკვე მეორე ოფისია, რომელიც პარტიამ რეგიონებში გახსნა.

პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტია იწყებს რეგიონებისთვის საკუთარი პრიორიტეტების და ხედვების გაცნობას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქუთაისი უნდა გავხადოთ მთელი რეგიონის ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად. უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ კონკრეტულ გეგმას წარმოგიდგენთ, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს ის ფუნქცია, რაც მას ისტორიულად ჰქონდა.

ჩვენი მიზანია, მოქალაქეები დავუბრუნოთ ამ ქალაქს. ჩვენ ვიცით, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები. თბილისის თავკომბალობა უნდა დასრულდეს და თბილისი არ უნდა წყვეტდეს, როგორ იცხოვრონ მოქალაქეებმა ქუთაისში, ჭიათურაში და ა.შ.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 48 წლის მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთი წევრი, ბრაიან ბაბინი უგზავნის