პოლიტიკური ზეწოლა – „ევროპული საქართველო” ქუთაისის მერიაში მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე საუბრობს

ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები მერიაში მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე საუბრობენ. პარტიის წევრების განცხადებით, ხელისუფლება იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ სადამსჯელო ღონისძიებებს იწყებს.

ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით გოგისვანიძის თქმით, უცნობია, რამდენ ადამიანს შეეხება რეორგანიზაცია, მაგრამ ცნობილია ის, რომ “ქართული ოცნების” ბევრი მხარდამჭერია დასაქმების მოლოდინში.

„ქუთაისის თვითმმართველობა საახალწლოდ აპირებს , ასე, რომ ვთქვათ, „ცხელ კვალზე“ , მორიგ სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებას მერიაში, რეორგანიზაციის სახით. იმ აქტივისტებს, ვინც გამოიჩინა თავი საარჩევნოდ და ვინც აქტიურად, ასე, რომ ვთქვათ, ქართული ოცნების შტაბში მუშაობდა და ეხმარებოდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ ის პრეზიდენტი გამხდარიყო, იმათ , რა თქმა უნდა, ჰპირდებიან პირველ რიგში, რომ დაასაქმებენ და იმ ჩინოვნიკებს, რომლებმაც ვერ გამოიჩინეს თავი და ეგრეთწოდებულ „შავ სიაში“ არიან მოთავსებულები, იმათ გაათავისუფლებენ“ – აცხადებს გოგისვანიძე

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილს მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატები” – მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო წესი გაუქმდეს