ხუხაშვილი: პოლიტიკური, თუ ეკონომიკური დანაშაულის სქემებთან განსაკუთრებით ახლოს მდგომი ზოგიერთი პირი არ მოხვდა სასანქციო სიაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დროულად ითანამშრომლა აშშ-ს სპეც-სამსახურებთან

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიტიკური, თუ ეკონომიკური დანაშაულის სქემებთან განსაკუთრებით ახლოს მდგომი ზოგიერთი პირი არ მოხვდა სასანქციო სიაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დროულად ითანამშრომლა აშშ-ს სპეც-სამსახურებთან.

მივმართავ მათ, ვინც ჯერ არ შეუყვანიათ სიაში, მაგრამ აშკარა კანდიდატია – თუ გინდათ, რომ გადაურჩეთ ამ ტურბულენტობას, დროულად დაიწყეთ თანამშრომლობა შესაბამის სტრუქტურებთან ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უკანონო ქმედებების გახსნის კუთხით.

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ დღეიდან უნდა შეწყვიტოთ უკანონო დავალებების შესრულება,-წერს პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჯო უილსონი: ჩემთვის წარმოუდგენელია რომელიმე ქვეყანამ ვერ გაიაზროს ის საფრთხე, რასაც ომის დამნაშავე პუტინი წარმოადგენს
შემდეგი სტატიაბოლო მონაცემებით, ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა