პოლიტიკური შინაარსის სარეკლამო რგოლები “ობიექტივის” ეთერში – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საკითხის შესწავლას ითხოვს

კანონის დარღვევაზე საუბრობს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს. საუბარია ტელეკომპანიის ეთერში არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შინაარსის სარეკლამო რგოლების განთავსებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია საკითხის შესწავლას არსებობის შემთხვევაში, კანონდარღვევის გამოვლენას ითხოვს.

„საერთაშორისოს გამჭვირვალობა – საქართველო“ ტელეკომპანია „ობიექტივსა“ და „პატრიოტთა ალიანსს” კი მოუწოდებს, შეწყვიტონ ვიდეო რგოლების განთავსება ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე.

„არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შინაარსის გაშვება არის აკრძალული. ამის მიუხედავად, აგვისტოდან ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ძალიან აქტიურად გადის რეკლამები, რომლებშიც “პატრიოტთა ალიანსის” წევრები მონაწილეობენ და აშკარად არის ეს პოლიტიკური შინაარსის რეკლამები. თუ მარეგულირებელი კომისია ასე განმარტავს კანონს და ასეთ სტანდარტს ადგენს, ამ ლოგიკით ეს შემთხვევაც აუცილებლად კანონდარღვევად უნდა აღვიქვათ,“ – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, საკითხის შესწავლა უკვე დაწყებულია და გადაწყვეტილებას 24 აგვისტოს სხდომაზე მიიღებენ.

banner
წინა სტატიაში,,რა დათმობაზე ვართ წამსვლელი ჩვენ, რა დათმობაზეა წამსვლელი ოპოზიცია, ეს გაირკვევა”
შემდეგი სტატიაშიმშილობის მეორე დღე – რკინიგზის გურჯაანის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება