“პოლიტიკური ქულების დაწერა ამ მტკივნეულ დროს, არის უნამუსობის პიკი!”

საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი უკრაინაში სანდრო თოფურია საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დესტაბილიზაცია ნებისმიერ ფასად მხოლოდ ქვეყნის მტერს შეუძლია იკადროს.

“ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის უნამუსობას!

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი კონსულები – ნანა ჩაბრავა, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი ადვაძე 24-საათიან რეჟიმში ეძებდნენ და სახლში აბრუნებდნენ სურვილის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, ყველას, განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე!

აბსოლუტურად ყველა იყო უზრნულველყოფილი პირველადი საჭიროების პოზიციებით და მათთან ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი, სანამ არ დაბრუნდნენ სამშობლოში!

პოლიტიკური ქულების დაწერა ამ მტკივნეულ დროს, არის უნამუსობის პიკი! დესტაბილიზაცია ნებისმიერ ფასად მხოლოდ ქვეყნის მტერს შეუძლია იკადროს!

ის ორი პასპორტი ამოატრიალეთ, წითელი გვერდები რომ უჩანს ვიდეოში და მერე ილაპარაკეთ ათზე მეტი ხართ თუ არა!!! ინტრიგანი!!!”, – წერს თოფურია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი: ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტის მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური
შემდეგი სტატიასაჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე მედიკოსს ტესტი ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია