“პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ უამრავმა პირმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჰყავს გადმობარგებული”

დანაშაულების გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ვინც პოლიტიკაზე იყო პასუხისმგებელი, იმან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ვინ არის – მინისტრი, მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრი. თუ ვამბობთ, რომ პოლიტიკა შეიცვალა, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ უამრავმა პირმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჰყავს გადმობარგებული. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და „ქართულმა ოცნებამ“ საქმეს უნდა მიხედოს“, – განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშითორდია ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე: “მცირე ხნით ციხეში ჩასმა, “არჩევნები გადავაგოროთ” შეთანხმებით”
შემდეგი სტატიაფარცხალაძეს ბრალი ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინეს, თუმცა ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატი