6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 22 ოქტომბერს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება. სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, პლენუმი ჯერ კიდევ შუამდგომლობების განხილვის ეტაპზეა.

საქმეს 7 მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს. საუბარია პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელზე, რომელიც ხუთი ოპოზიციური გაერთიანების — „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „ფედერალისტური პარტიისა“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობასა და საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.

მმართველი გუნდის არგუმენტით, აღნიშნული პარტიები 2016 წლიდან უარყოფენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, მოქმედებენ როგორც კოალიციური ერთობა და მათი საქმიანობა კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ, საბოტაჟისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ არის მიმართული. სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიაALDE: “ოცნება” თავის ავტორიტარულ რეპრესიებს კიდევ უფრო აღრმავებს!