უწყვეტი პროტესტის მონაწილე, აქტივისტი კახა მიქაია ერთმანეთთან აკავშირებს სალომე ზურაბიშვილის შეფასებასა და ევროპარლამენტის რეზოლუციას და წერს:
“ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილის ზედმიწევნით სწორი შეფასება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზების დასახვა.
მეორე მხრივ, ევროპარლამენტის უმწვავესი რეზოლუცია და რეზოლუციაში ხაზგასმით დაფიქსირებული ჩანაწერი ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზანშეუწონლობის შესახებ:
ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას აძლევს საფუძველს, გაერთიანდეს, შეეშვას ერთმანეთის დაბულინგებას და ერთიანი ფრონტით გააძლიეროს საქართველოში არსებული პროტესტი ,,ქართული ოცნების” რუსული რეჟიმის საბოლოოდ ჩამოსაშლელად!!!”.















