პოლიტიკური პარტია ,,კანონი და სამართალი’’ მკაცრად გმობს ტელეკომპანია რუსთავი 2 – ის გადამღებ ჯგუფზე წყალტუბოში მომხდარი ძალადობის ფაქტს

პოლიტიკური პარტია ,,კანონი და სამართალი’’ მკაცრად გმობს ტელეკომპანია რუსთავი 2 – ის გადამღებ ჯგუფზე წყალტუბოში მომხდარი ძალადობის ფაქტს და თანადგომას უცხადებს დაზარალებულებსა და ტელეკომპანიის გუნდს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის, ცემისა და სხვაგვარი შევიწროების ფაქტებმა, რაც პირდაპირმნიშვნელოვნად განპირობებულია ხელისუფლების მხრიდან არსებული ანტაგონისტური და აგრესიული დამოკიდებულებით, მათ შორის მრავალგზის გამოხატული თავდასხმებითა და ძალადობის აშკარა წახალისებით.

მოვითხოვთ, სრულფასოვან და ობიექტურ გამოძიებას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ დადგეს სათანადო პასუხისმგებლობა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია შსს-ს აფრთხილებს
შემდეგი სტატია“კალაძე ივანიშვილის ჩანაცვლებაზე ოცნებობს”