პოლიტიკური პარტია “გირჩი” შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან “შმაქსის” მძღოლებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს

პოლიტიკური პარტია “გირჩი” შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან “შმაქსის” მძღოლებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს. ისინი “შმაქსების” დაჯარიმებას აპროტესტებენ.

მათ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიმართ სამი კონკრეტული მოთხოვნა აქვთ: პირველი- შეწყდეს “შმაქსისტების” დაჯარიმება, მეორე-გაუქმდეს ყველა გამოწეილი ჯარიმა და მესამე-გაუქმდეს თავად ტაქსის რეფორმა.

“გვაქვს 3 მოთხოვნა, თავი დაანებონ “შმაქსებს”, ის ჯარიმები რაც გამოიწერა პირველი ოქტომბრის შემდეგ, ყველა გაუქმდეს და ეს ტაქსების რეფორმა გაუქმდეს საერთოდ”,- აცხადებს პარტიის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ამ მოთხოვნებით მან შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა.

შეგახენებთ, რომ ტაქსის რეფორმის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკურმა პარტიამ “გირჩი” ალტერნატიული საშუალება “შმაქსი” შექმნა, რომლითაც მგზავრების გადაყვანა სასწავლო კურსის პარალელურად ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშითურნავა: მოიძებნებიან ღირსეული ინვესტორები, რომლებიც პროექტს დააფინანსებენ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია