პოლიტიკური პანაშვიდი დიმიტრი ხუნდაძისთვის

სამეგრელოში, კონკრეტულად, ზუგდიდში, რეგიონულ მედიასთან მორიგი შეხვედრის დროს, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „ნაციონალი“ ბზნესმენებიდან ყველაზე კარგი ორი საქმოსანი იყო – ზაზა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი, რომლებზეც ცუდი არაფერი აქვს სათქმელი. ოქრიაშვილი გასაგებია – ის „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია კასპში და გასაკვირი არ არის, რომ ივანიშვილმა დადებით კონტექსტში მოიხსენია, მაგრამ ჩოჩელის მიმარათ, რომელიც მცხეთაში კენჭს დამოუკიდებლად იყრის, რევერანსები ყოფილ პრემიერს რისთვის დასჭირდა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული არ არის – „თაიმერმა“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, უკვე რამდენჯერმე დაწერა, რომ „ოცნებამ“ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც მცხეთის რაიონის მაჟორიტარად ოფიციალურად წარადგინა, გაწირა, ანუ „ოცნება“ ფარულად მხარს ცეზარ ჩოჩელს უჭერს.
სხვათა შორის, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ განცხადება ორივე მხარემ გააკეთ, ანუ ცალკე პრემიერმა კვირკაშვილმა უარყო და ცალკე ჩოჩელმა, რომ მათ შორის ფარული პოლიტკური ალიანსი არ გაფორმებულა, მაგრამ ივანიშვილის ზემოთმოყვანილმა განცხადებამ ყველაფერს ფარდა ახადა.
„მას მერე, რაც ბიძინას ამ განცხადების შესახებ გახდა ცნობილი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ დიმიტრი ხუნდაძის სარჩევნო შტაბში ჩვეულებრივი პანაშვიდი დაიწყო – ხალხის ნაწილი მიდის და ხუნდაძეს უსამძიმრებს, ნაწილი შტაბიდან ოფიციალურად გაიქცა, თითო-ოროლა კი, ხუნდაძეს არწმუნებს, რომ თავიდანვე განწირეულები იყვნენ და ჯობია, თამაშიდან ახლავე გავიდნენ, მაგრამ ხუნდაძე წყალწაღებულივით ხავსს ებღაუჭება და ცდილობს, შტაბის დარჩენილი წევრები დაარწმუნოს, რომ ყველფერს მოაგვარებს, მაგრამ მისი მცდელობა სასაცილოა – როგორ წარმოგიდგენიათ, ხუნდაძე ივანიშვილს გადააფიქრებინებს და აიძულებს, რომ ჩოჩელზე ნათქვამი სიტყვები უკან წაიღოს და საჯაროდ უარყოს?“ – ორაზროვნად აღნიშნავს „თაიმერის“ წყარო ჩვენთან საუბრის დროს, რომელიც სხვათა შორის, ერთ-ერთი სამთავრობო უწყების საშუალოზე მაღალი თანამდებობის პირია.
ამას გარდა, ეს პიროვნება მოარულ ჭორებსაც იხსენებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩოჩელის მომხრეები ამომრჩეველს ფულად დახმარებას უწევენ, რის შესახებაც, ყველა ლოგიკით, შესაბამისმა სამსხურებმა უნდა იცოდნენ, მაგრამ თითსაც არ ანძრევენ.
„მგონი, თქვენა საიტმაც გამოაქვეყნა ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მცხეთაში საარჩევნოდ არაოფიციალური ფული ტრიალებს. ამ ამბავმა თუ თბილისამდე ჩამოაღწია, დავიჯერო, ადგილობრივმა უშიშროებამ თუ სხვა ორგანებმა ვერფაერი გაიგეს? ალბათ, გაგებულიც აქვთ და ყველაფერიც ისე კარგად იციან, როგორც დაგიბარებით, მაგრამ ივანიშვილის იმ განცხადების მერე, რაც გააკეთა, ვინ გაბედავს და ჩოჩელის მომხრეებს რამეს როგორ ეტყვის?! აი, ხუნდაძე კი, გეფიცებით, ადამიანურად მეცოდება – გაწირვაც არის და გაწირვაც, მაგრამ კაცი ასე როგორ უნდა გაიმეტოს თავისმა გუნდმა, რომ ფარული კონკურეტი ჩაუსვას?!“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

banner
წინა სტატიაშინინო ჯანგირაშვილი: „ჩავთვლი, რომ „იმ ცხრა წელში“ ვართ!“
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: “თაიმერმა” „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის შედეგები მოიპოვა