პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანგარიშსწორება და დაშინება გახდა სისტემის ერთადერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად- გიგი წერეთელი

„თინა ბოკუჩავას ოჯახზე ზეწოლა და მისი მეუღლის ამგვარი მეთოდით
დაშინება, მითუმეტეს ისეთ თემაზე, რაზეც მან წლების წინ საჯაროდ
მოიბოდიშა, მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება და ხელისუფლების სისუტის
ნიშანია“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველო“-ს თავმჯდომარე,
გიგი წერეთელი, თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცების ფაქტს.
„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სასამართლოებში პოლიტიკური ლიდერების და
სამოქალაქო აქტივისტების პროცესებს, სინდისის პატიმრების და მათი
ოჯახების შუპოვარ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ, საპროტესტო
საზოგადოების უწყვეტ აქციებს თვეების განმავლობაში და საქართველოს
ევროპული პერსპექტივის დაკარგვის სამწუხარო რეალობას. ამ ვითარებაში
„ოცნების“ ხელისუფლებას პასუხი მხოლოდ რეპრესიები და ძალის
დემონსტრირებაა.
პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანგარიშსწორება და დაშინება გახდა
სისტემის ერთადერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ეს
ყველაფერი კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას და აღრმავებს არსებულ კრიზისს.
ამავდროულად, ეს ვერ შეაჩერებს ამ ქვეყნის თავისუფლებისა და
ცივილიზებული მომავლისთვის ბრძოლას“- განაცხადა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაშითვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა “ოცნებას” ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს – სამადაშვილი
შემდეგი სტატიატრამპის გადაწყვეტილებით, ლოს-ანჯელესში 700 საზღვაო ქვეითი განთავსდება