“საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელმი გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს პირველ რიგში იმისთვის, რომ ბიზნესს მოეხსნას წნეხი.
“გაზი, ელექტროენერგია, ნავთობი გაძვირდა, იმიტომ, რომ ომია რეგიონში მოგეხსენებათ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კორუფციასთან ბრძოლა, კარტერულ გარიგებებთან კონკურენციის გაზრდა. კონკურენციის სააგენტო უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციებს და არ უნდა გვჭირდებოდეს 3 და 4 კომისია ფასების საკონტროლოდ. პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს პირველ რიგში იმისთვის, რომ ბიზნესს მოეხსნას წნეხი, რასაც ჰქვია კორუფციული გარიგებები. ეკონომიკის თეორიაში პრიველ კურსზე ისწავლება, რომ მსგავსი მეთოდებით ფასების შემცირება არ ხდება კომისიების შექმნით, თორემ საბჭოთა კავშირი დღესაც იქნებოდა და არ დაიშლებოდა, იმიტომ, რომ იქ რომ აკონტროლებდნენ ფასებს, ისეთი უნდა”, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
















