პოლიტიკური მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ

საკონსტიტუციო ცვლილებებზე არასამთავრობოების მოწოდება და სურვილი იყო, გაგრძელებულიყო პოლიტიკური კონსულტაციები, თუმცა პოლიტიკური მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციური ცვლილებების ტექსტი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდა და ასახულია დოკუმენტში.

“არასამთავრობოების სურვილი იყო, გაგრძელებულიყო პოლიტიკური მოლაპარაკებები, თუმცა პოლიტიკური მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ. ასე რომ ეს უფრო პოლიტიკური პროცესია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად – იყო თუ არა ბოიკოტის პროცესში ოპოზიციასთან ერთად ჩართული არასამთავრობო სექტორიც, ვიცე სპიკერი ამბობს, რომ ის არასამთავრობოებს პოლიტიკურ მიკერძოებულობას ვერ დაადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ
შემდეგი სტატიააზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი დააკავეს