პოლიტიკური მოძრაობა “დროა” პარლამენტთან დღეს დაანონსებულ აქციას უერთდება

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” 20:00 საათზე პარლამენტთან “გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინდელი თავდასხმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე უდიდესი დარტყმა იყო.

“დღეს, 20:00-ზე პარლამენტის წინ

გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე.

ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას.

მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო ” დღეს პარლამენტთან დაანონსებულ მდუმარე აქციას უერთდება
შემდეგი სტატიავაშაძე საგანგებო სესიის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, რომელზეც პრემიერი და შს მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ